უკრაინა ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადებოდა – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინა ემზადებოდა თავდასხმის განსახორციელებლად, არა მხოლოდ დონბასზე, არამედ ბელარუსის ტერიტორიაზე.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, იმის დამადასტურებელი რუკები, რომ უკრაინა მათზე თავდასხმას გეგმავდა, მან პუტინთან მოლაპარაკებებზეც ჩაიტანა და გეგმავს აჩვენოს მას, თუ საიდან აპირებდა უკრაინა დარტყმის განხორციელებას.

„ახლა გაჩვენებთ, საიდან ამზადებდნენ თავდასხმას ბელარუსზე და ამ ოპერაციამდე ექვსი საათით ადრე რომ არ მომხდარიყო პრევენციული დარტყმა, ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს… ჩვენ არ წამოგვიწყია ეს ომი, ჩვენი სინდისი სუფთაა”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი სიახლეები