“უარი თქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო” – სააკაშვილი სასამართლო პროცესს არ დაესწრო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას განაცხადა.

“ჩვენ შევთავაზეთ დასწრება, დისტანციურად პროცესზე ჩართვა, რაზეც მან უარი განაცხადა. მისივე განმარტებით, უარი განაცხადა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მსჯავრდებული თანახმაა, რომ მის გარეშე ჩატარდეს სასამართლო პროცესი”, – განაცხადა მოსამართლემ.

დღევანდელ სხდომაზე განიხილება მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების საკითხი.

მსგავსი სიახლეები