სოსო გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს – აი, მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს

“აი, მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა, ჩემო წმინდა ოჯახო…” – სოსო გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს

სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, სოსო გო­გაშ­ვილს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 18 ივ­ლისს შე­ე­ფარ­და. გო­გაშ­ვი­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ნინო გო­გაშ­ვილ­მა “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“მშვი­დო­ბა, მო­კე­თე­ე­ბო. აი, მეც გა­მოვ­ჩნდი, დავ­ლაგ­დი, მოვ­წეს­რიგ­დი, ვეჩ­ვე­ვი ახალ გა­რე­მოს. ამ გან­საც­დელ­საც გა­ვუძ­ლებ რწმე­ნით. ახლა მო­კი­თხვე­ბი და მად­ლო­ბა, ჩემო წმინ­და ოჯა­ხო. მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა და მე­ი­მე­დე­ბით. თქვენ თუ მაგ­რად და ერ­თად იდ­გე­ბით, მე აქ არა­ფე­რი არ გა­მი­ჭირ­დე­ბა. ჩემო თეა, ჩემო მე­გო­ბა­რო, ხო მე­უბ­ნე­ბო­დი სულ, რომ ქვა და რკი­ნა ვარო, ხოდა ახლა და­დე­ქი მტკი­ცედ და მარ­თე ოჯა­ხი კარ­გი ვაჟ­კა­ცი­ვით. მა­პა­ტი­ეთ ჩემი ახი­რე­ბა, რის გა­მოც აგა­ფო­რი­ა­ქეთ, მაგ­რამ ეგე­თი ჯი­უ­ტი კა­მე­ჩი ვარ ხომ იცით, მად­ლო­ბა ჩემს ად­ვო­კა­ტებს, ჩემს მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს, ყვე­ლას ჩე­მებს, მა­ჩხა­ა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი ტვი­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მად­ლო­ბა ჩემი ოჯა­ხის გვერ­დში დგო­მის­თვის, მად­ლო­ბა ამ­ხე­ლა ჯარი რომ დგას მანდ, მად­ლო­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, მე­უ­ფე­ებს, მა­მებ­სა და დე­დებს. გთხოვთ მო­იხ­სე­ნი­ეთ მონა ღვთი­სა იო­სე­ბი. დიდი მად­ლო­ბა მე­დი­ას, რო­მე­ლიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აშუ­ქებს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, მე­ი­მე­დე­ბით. დიდი მად­ლო­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­სა და მისი აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც მუდ­მივ კავ­შირ­ზე არი­ან ჩემ­თან. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ პო­ლი­ტი­კოსს, არა­სამ­თავ­რო­ბო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ წევ­რებს, რომ­ლე­ბიც ზუს­ტად ხვდე­ბი­ან, რაც ხდე­ბა ჩვენს თავს და სწორ აქ­ცენ­ტებს აკე­თე­ბენ. არ შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა არ ვუ­თხრა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, ბოლო ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი შე­მორ­ჩე­ნილ­ხართ სუს­ში. მად­ლო­ბა ასე­ვე ჩემს ახალ მას­პინ­ძლებს – ცი­ხის დი­რექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და მედ­პერ­სო­ნალს, რომ­ლე­ბიც თავს მევ­ლე­ბი­ან. მოკ­ლედ სულ ესაა ამ ეტაპ­ზე. ინ­ფორ­მა­ცი­ას მუდ­მი­ვად მო­გაწ­ვდი­ან ჩემი სან­დო მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­საც წი­ნას­წარ და­ვუ­ტო­ვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი Facebook სტა­ტუ­სე­ბი. იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი”, – ვკი­თხუ­ლობთ მი­მარ­თვა­ში.

მსგავსი სიახლეები