საქართველოს პრორუსმა მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: „რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ერაყიდან ირანის მიერ კონტრაბანდულად გადატანილ იარაღს იყენებს“.

სტატიის ავტორი ბეთან მაკკერნი აღწერს მეთოდებს, რომელთაც რუსეთის მთავრობა სამხედრო ტექნიკისა და იარაღის მისაღებად იყენებს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირას უკრაინის დაზვერვამ საქართველოს მთავრობა კონტრაბანდულ სქემაში ჩართულობაში დაადანაშაულა, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურებმა უარყვეს.

„ქართველმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ბრალდებები უსაფუძვლოა.

კონფლიქტის დაწყებიდან ორ პოსტ-საბჭოურ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც თბილისში პრორუსმა მთავრობამ მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უარი თქვა“, – წერია The Guardian-ის სტატიაში.

bm.ge

მსგავსი სიახლეები