შეთანხმების ანულირებით საქართველოს მთავრობამ დასავლეთს ზურგი აქცია – ასე ეხმაურება Twitter-ზე აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას.
“ამ შეთანხმებისა და მისი მომცველი დემოკრატიული პრინციპების ანულირებით, საქართველოს მთავრობამ დასავლეთს ზურგი აქცია. ამ პრინციპებისკენ დაბრუნება არასდროსაა გვიანი.” – წერს იან კელი Twitter-ზე.