სასწრაფო ევაკუაცია გალერეა თბილისში – ვიდეო

ევაკუაცია გალერეა თბილისში ‼️

დღეს გალერეა თბილისში სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა!

სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” ევაკუაცია გამოცხადდა.  არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგია გაითიშა, რის შემდეგაც განგაშის სიგნალი ჩაირთო და უსაფრთხოების სამსახურმა მომხმარებლებს შენობის დაცლა მოსთხოვა.

“შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველა მაღაზაიაში და უამრავი ადამიანი დავდექით მოლოდონის რეჟიმში. 30 წუთში ჩაირთო ხმოვანი შეტყობინება რომელმაც დაიწყო მოწოდება რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებინა შენობა სავეაკუაციო გასასვლელით. შიშის მიუხედავად ხალხი ძალიან მობილიზებულად წავიდა გასასვლელისაკენ. გარეთ გასვლიდან 5-10 წუთში ხალხის ნაწილი შენობას ისევ დაუბრუნდა და გვითხრეს რომ აღარ არსებობდა შიშის საფუძველი თუმცა ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება მაღაზიებს შესაბამასად შოპინგის შესაძლებლობა ამ დრომდე არ არის. როგორც ხმოვანმა შეტყობინებამ გვაცნობა დაახლოებით 1 საათი დასჭირდება ელექტროენერგიის ჩართვას” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები