რუსული კომპანია რაბათის ციხეში „ფორტ ბოიარდის“ ანალოგს აწყობს

საქართველოში დაარსებული რუსული კომპანია ქვევრი-ივენთი რაბათის ციხეში ფორტ ბოიარდის ანალოგს – ფორტ რაბათს აწყობს.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ღონისძიების სახელწოდება რაბათის განძი იქნება და მასში მონაწილეობას მიღება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისე ადგილობრივებსაც შეეძლებათ.

ქვევრ-ივენთის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემებით ირკვევა, რომ თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ციხე ტურისტებისთვის და მომნახველებისთვის დაკეტილი იქნება და ტერიტორიაზე მხოლოდ ორგანიზატორები და მონაწილეები დაიშვებიან. თამაში 3 საათს გაგრძელდება. მსურველებს მოუწევთ 275 დოლარის გადახდა, რათა ქვევრ-ივენთის მიერ ორგანიზებულ კვესტში მონაწილეობა მიიღონ. ორგანიზატორების საიტზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ თამაშის წამყვანი დუტა სხირტლაძეა. რაბათის განძის ჩატარება სექტემბრის ბოლომდე იგეგმება.

კომპანია ქვევრი-ივენთი რუსული კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაარსდა. მისი დაარსების თარიღი უცნობია. კომპანიის ვებგვერდზე წერია, რომ ისინი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ და რუსულ-ქართული მეგობრობის რეტორიკით გამოირჩევიან.

მსგავსი სიახლეები