„რუსებმა ლუგანსკში საკუთარი პოზიციები დაბომბეს“

უკრაინის შიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსულმა სამხედრო ხომალდებმა დაბომბეს ზღვის სანაპირო ლებედევკას, სანჟეიკას, ზალივისა და ბელენკის დასახლებებში. ასევე, რუსული ძალების თვითმფრინავმა შეტევა განახორციელა საკუთარი ჯარს პოზიციაზე ლუგანსკის რეგიონში.

გენშტაბი ფრონტის ხაზებზე არსებული ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ავრცელებს ცნობებს:

„რუსეთის საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ სტრატეგიულ შეტევითი ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების დამარცხების, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე და უკრაინის მარცხენა სანაპიროზე კონტროლის დამყარების ამოცანები ვერ შეასრულეს. ნაწილობრივ მიაღწიეს მიზანს დონეცკის მიმართულებით, გაჩერდნენ ნიკოლაევსკის მიმართულებით.

მტერი დამატებითი რეზერვების გადატანას აღმოსავლეთის სამხედრო ოლქისკენ ცდილობს.

სამხრეთ მიმართულებით მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, აგრესორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობამ უარი თქვა პოლესიაში ჯარების დაჯგუფების გაძლიერებაზე მე-5 კომბინირებული არმიის დამატებითი სარეზერვო ნაწილებით. ვოლინის მიმართულებით მტერს შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია.

ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილია ქვედანაყოფების როტაცია, ბელარუს-უკრაინის მონაკვეთზე დავალებების შესასრულებლად“,– ნათქვამია გენშტაბის განახლებულ ანგარიშში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები ცდილობენ შეტევითი ოპერაციების განახლებას ვიშგოროდის მიმართულებით, იყო კიევის მიმართულებით წინსვლის წარუმატებელი მცდელობა, სევერსკის მიმართულები ოკუპანტები სეჩერებულნი არიან და ამჟამად ცდილობენ მიღწეულ წერტილებში ფეხის მოკიდებას, ჯარების გადაჯგუფებას და დანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას:

„დონეცკისა და ტაურიდას მიმართულებით, პოპასნაიას რაიონში თავდასხმის ოპერაციების შედეგად, მტერმა განიცადა ზარალი და იძულებული გახდა, უკან დაეხია გადაჯგუფებისთვის.

სევეროდონეცკის რაიონში ოკუპანტებმა დაზვერვა უშედეგოდ წარმართეს. ისინი ცდილობენ ფეხის მოკიდებას რუბიჟნოეს აღმოსავლეთ და დასავლეთ მიდამოებში. ამავდროულად, 15 მარტს მტრის არმიის ავიაციამ დაბომბა მათი ჯარების პოზიციები სმოლიანინოვოს დასახლებასთან“.

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან შეტევითი ოპერაციის განახლების მცდელობაა ვოლნოვახაში, ამასთან, მალაია კოსტრომასა და კრივოი როგის დასახლებების მიმართულებით:

„მტრის ავიაცია აგრძელებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ვინიცას, სუმისა და დონეცკის რეგიონებში, აქტიურად იყენებს ბელარუსის და ოკუპირებული ყირიმის აეროდრომების ქსელს. შავი ზღვის საოპერაციო ზონაში სამხედრო გემებმა ცეცხლი გაუხსნეს ლებედევკას, სანჟეიკას, ზალივისა და ბელენკის დასახლებებს“.

მსგავსი სიახლეები