როდის ჩამოვა „ფაიზერის“ დამატებითი დოზები? – გამყრელიძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ როდის ჩამოვა საქართველოში „ფაიზერის“ დამატებითი დოზები.

„დაანონსებულია და იცით, რომ “ფაიზერის” პერიოდული მოწოდება მოხდება. ამ კვირაში, შეიძლება დღესაც, ხვალაც მივიღოთ ინფორმაცია, თუ როდის იქნება დამატებითი დოზები. რამდენიმე ათეული ათასის ფარგლებში და როცა უკვე „ფაიზერის“ ვაქცინები იქნება ჩვენს საწყობში, დაიწყება დაჯავშნა და ასევე გეცოდინებათ, რამდენ ვაქცინაზე იქნება ჯავშანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ: საქართველოსი „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა 13 ივლისს ჩამოვიდა, ხოლო 14-ში რეგისტრაციის პორტალის გახსნიდან რამდენიმე საათში „ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის ადგილები სრულად ამოიწურა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, „ფაიზერის“ დოზები საქართველოს ნელ-ნელა, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვა

მსგავსი სიახლეები