რა შედეგით დასრულდა უკრაინა – რუსეთის მოალაპარაკებები

ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელიც სტამბოლში უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკების დროს არის მიღწეული არის ის, რომ რუსეთმა კიევის და ჩერნიგოვის ოლქებში სამხედრო აქტივობის შენელების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

როგორც რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, მოლაპარაკების და უკრაინული მხარის წინადადებების შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიაწვდიან ინფორმაციას. ასევე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ უკრაინას, რომ მან ტყვეებთან დაკავშირებით ჟენევის კონვენცია დაიცვას.

მედინსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე ხელშეკრულების პარაფირების პარალელურად არის შესაძლებელი.

უკრაინულ რუსული მოლაპარაკება სტამბოლში 29-30 მარტს იმართება.

მსგავსი სიახლეები