რა უქმდება საქართველოში 1 მარტიდან

1 მარტიდან საქართველოში რიგი ცვლილებები შევიდა ძალაში. მათი ნაწილი კოვიდ რეგულაციებს, ნაწილი ინსტიტუციებს, ნაწილი კი აზარტული თამაშების რეგულირებას შეეხება.

კოვიდ რეგულაციები
პირველი მარტიდან საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე შეძლებს PCR ტესტის ან ვაქცინაციის საფუძველზე შემოსვლას, რომელი ქვეყნებისთვისაც ამ დრომდე შეზღუდვები იყო დაწესებული;
საქართველოს მოქალაქეები კი, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას არც ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს წარადგენენ და არც PCR ტესტის პასუხი ექნებათ, 8-ის ნაცვლად 5-დღიან იზოლაციას გაივლიან. ამასთან, PCR ტესტის საფუძველზე შემოსული მოქალაქეები გათავისუფლდებიან მესამე დღეს ტესტის ხელახლა ჩატარების ვალდებულებისგან;
გაუქმდა ე.წ. კოვიდ-სასტუმროები;
იცხვლება კვების ობიექტებში, დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან ნებადართული პირების რაოდენობა. დახურულ სივრცეში 6 ადამიანის ნაცვლად 10-ს შეეძლება დასხდომა, ღია სივრცეში კი – 10-ის ნაცვლად 15-ს;
მოიხსნა შეზღუდვა კვების ობიექტებში სტუმრების რაოდენობაზე;
ნებარდართულია ქორწილების, ქელეხების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა.
ინსტიტუციური ცვლილებები
1 მარტიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნას ითვალისწინებს.
აზარტული თამაშები
სრულად იკრძალება როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება);
სრულად იკრძალება 25 წლამდე პირებისთვის თამაში ასევე აზარტულ თამაშებში ჩართვა ეკრძალებათ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებს მათ შორის, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო მოსამსახურეს, საჯარო მოსამსახურეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს), „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს, კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს; სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აეკრძალებათ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება.
ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი იცვლება.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები