რა განცხადებას ავრცელებს ექსპერტიზის ბიურო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვარ არხზე ” გა­სულ სი­უ­ჟეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს, რომ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს გარ­დაც­ვლი­ლი ბი­უ­რო­ში ერთი სა­ა­თის და 15 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ას­ვე­ნეს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ლაშ­ქა­რა­ვას ცხედ­რის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მო­თავ­სე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 11:00 სა­ათ­ზე მოხ­და, ცხე­და­რი კი ბი­უ­რო­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მი­ას­ვე­ნეს, რაც ბი­უ­როს ცნო­ბით­ვე, რო­გორც კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბით, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ოქ­მით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია.

“2021 წლის 25 ივ­ლისს ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის“ გა­და­ცე­მა Post Factum-ში გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას შე­სა­ხებ გა­სულ სი­უ­ჟეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით თით­ქოს, გარ­დაც­ვლი­ლი ბი­უ­რო­ში ერთი სა­ა­თის და 15 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იყ­ვა­ნეს, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია “პირ­ვე­ლის“ გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ცხე­და­რი ბი­უ­როს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტში შე­მოყ­ვა­ნილ იქნა 2021 წლის 11 ივ­ლისს, 11 სა­ათ­სა და 18 წუთ­ზე და და­რე­გის­ტრირ­და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბულ, ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ცე­მულ კად­რებს, სა­დაც ასა­ხუ­ლია ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ცხედ­რის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მო­თავ­სე­ბა, რაც მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, ცალ­სა­ხაა, რომ ცხე­და­რი ბი­უ­რო­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­ას­ვე­ნეს, რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია რო­გორც კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბით, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ოქ­მით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ბი­უ­როს პრეს­ცენ­ტრთან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით 11 ივ­ლისს­ვე ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია არა­ერთ ჟურ­ნა­ლისტს, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და აშუ­ქებ­დნენ გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის საქ­მეს.

სამ­წუ­ხა­როა, რომ Post Factum-ის ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ მოხ­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რაც შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის და აქ და­საქ­მე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მი­მართ.

სსიპ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვამს ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გამო და უსამ­ძიმ­რებს ოჯახს”, – ნათ­ქვა­მია ბი­უ­როს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, “მთა­ვა­რი არხი“ არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ნაც­ვლად, შე­საძ­ლოა, თავ­და­პირ­ვე­ლად სხვა მი­სა­მარ­თზე მი­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ. მა­თი­ვე ცნო­ბით, ლაშ­ქა­რა­ვას სახ­ლი­დან გა­სუ­ლი მან­ქა­ნა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს­თან 1 სა­ათ­სა და 15 წუთ­ში მი­ვი­და, რად­გან ბი­უ­რო­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის შეს­ვლა კა­მე­რებ­მა სწო­რედ ამ დრო­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. Post Factum-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, იმ დროს, როცა ცხე­და­რი ბი­უ­რო­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი, პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლი გზა­ში იყო და ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ნაც­ვლად, გლ­და­ნის ხი­დე­ბის­კენ მი­დი­ო­და.

ambebi.ge

მსგავსი სიახლეები