რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ბოლო 24 საათში

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 130, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 62, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 016 საიდანაც 3 054 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 799, აჭარაში – 152, იმერეთში – 395.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 633 პირი, მათ შორის, თბილისში – 345, აჭარაში – 35, იმერეთში -144. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი, მათგან თბილისში – 113, აჭარაში – 6, იმერეთში – 14.

853 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 642 – თბილისში, 204- აჭარაში.

7 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 6 ოქტომბრიდან – 6 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 929 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 144 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 537, პირი, აჭარაში – 631, იმერეთში – 896.

მსგავსი სიახლეები