პრემიერის “მოდა’ გრძელდება – კიდევ ვის მისცეს ტყე?!

პრემიერის ცოლის გარდა, კიდევ ვის მისცეს ტყე? – 2 თვიანი “ბრძოლის” შემდეგ, “შაბათის ეთერმა” სკანდალურო დოკუმენტები მოიპოვა.  სატყეო სააგენტოსგან მიღებული ჩამონათვალი შთამბეჭდავია. სიაში მოხვდა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს აბასთუმანში 12 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია 49 წლით გადაეცა. 

ამავე სიაშია ციხეების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილიც. წოდორეთში ტყე მას 5 წლიანი იჯარით,  30 დეკემბერს მისცეს. ზუსტად 3 დღეში მას მას შემდეგ, რაც მთავრობის მეთაურის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანის ტყე გაუფორმდა. დოკუმენტების თანახმად, ტყე სპეციალრი პენტენციური სამსახურის მაღალჩინოსანს ფუტკრების მოსაშენებლად სჭირიდება. დემურიშვილს 186 კვადრატულ ტყეს თვეში სახელწმწიფო არენდით 43 ლარად და 75 თეთრად გადასცემს.  წოდორეთის ტყე პირდაპირ მის ახალდააშენებულ რეზიენციას ემიჯნება და 5 წლით იჯარით აღებული ფართი ეზოს ნაწილი ხდება.

“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ტყით სარგებლობის უფლება აქვს ტელეწამყვან, ნათია ლაზაშვილს, მას საგურამოში მდებარე ტყე 49 წლით მისცეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჟურნალისტი და მისი ძმა საგურამოს თავზე, მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთს ისედაც ფლობდნენ, თუმცა ახლა, გასული წლის 30 დეკემბერს, ლაზაშვილს 1522 კვადრატული მეტრი ტყის მასივი, იჯარით გადასცეს. სანაცვლოდ, ტყითმოსარგებლემ სახელმწიფოს, ყოველთვიურად 380 ლარი უნდა გადაუხადოს.

ტყე ბევრი წლით სარგებლობაში, “ქართული ოცნების” მმართველობის მოდად იქცა – “შაბათის ეთერის” მიერ გამოთხოვილი ოფიციალირი მონაცემების თანახმად, მუხაწყაროს ტყის ნაწილი 800 კვადრატული მეტრი თვეში 150 ლარად სატყეო სააგენტომ ბიზნესმენ დავით თოფურიძეს გადასცა, თოფურძე მმართველი პარტიის სპონსორია, ჯამში ივანიშივლის პოლიტკური გუნდი და მათი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მან 250 ათასი ლარით დააფინანსა.  თოფურიძეს წოდორეთი ტყის ნაწილს 20 წლით  მისცეს. 

მიღებულ დოკუმენტით დგინდება, რომ წოდორეთის წყის კიდევ ერთი ნაწილი ქართულ ოცნებასთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირი მმართელობაში გადავიდა – ამირან გუნცაძემ 300 კვადრატული ტყის ნაწილი. 49 წლიანი იჯარით მიიიღო, გუნვაძე ჯანდცვის სამისნიტროს მაღალჩინოსნი ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს უფროსის მოქმედი მოადგილის მამა.

ირკვევა ისიც, რომ წოდორეთის ტყის  მონაკვეტი, სატყეო სააგენტომ, ნაწილ ნაწილ დაყო, ერთი ფლიგელი დავით თოფურიძის საკუთრებაა, მეორე ამირან გუნცაძის, რომელიც აქ კერძ საკთრებას ისედაც ფლობდა, მესამე ნაწილი კი გიორგი ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელსაც მიმდებარე ტერიოტირაზე არათუ კერძო საკუთრება არამედ საერთო ქნება არ გააჩნია.

ტყის ფონდში შემავალი მიწის ნაკვეთის მოიჯარეა ხულოს მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, ზვიად თავართქილაძის მამასულიკო თავართქილაძემ იჯარის უფლება 2021 წლის ოქტომბერში მოიპოვა. პირობების თანახმად, მან კურორტ ბეშუმში ტურისტული სარეკრეაციო სივრცე და კოტეჯები უნდა მოაწყოს.

ბიძინა ივანიშვილს რომ დავუბრუნდეთ, ირკვევა, რომ ყოფილ პრემიერს აბასთუმანში, სასეირნო ბილიკები და ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო. ბიძინა ივანიშვილმა 12 000 კვ.მ ტყე, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს ეკუთვნის, 2019 წელს, დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოსგან 45-წლიანი იჯარით მიიღო.

ტყეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლს ესაზღვრება, რეესტრის თანახმად, ფლობს შპს „აბასთუმანი 2019“, რომელსაც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი“ ფლობს.
კომპანია სახელმწიფოს ყოველწლიურად 8 200 ლარს უხდის.

2017 წლიდან დღემდე, იჯარით 99,997 კვ.მ. მიწის ნაკვეთია გაცემული. შედეგად სახელმწიფო წლიურად 55 ათას ლარს იღებს. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მის ინტერესშია, რომ რაც შეიძლება მეტი მოიჯარე ჰყავდეს და შესაბამისად, მეტი თანხა აიღოს, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსურველების დიდ ნაწილს სააგენტო უარით ისტუმრებს. მაგალითად 2021 წელს, ტყითსარგებლობის უფლრბა 173-მა ადამიანმა ითხოვა და მათგან მხოლოდ 18 მივიდა აუქციონამდე.

2017 წლიდან დღემდე გაფორმებული 16 ხელშეკრულებიდან, კონკურენტი, გამარჯვებულებს, მხოლოდ 3 შემთხვევაში ჰყავდათ. დანარჩენმა 13-მა, მათ შორის პრემიერის მეუღლემაც, ტყის მასივები, ისე დაიკანონეს, რომ აუქციონში კონკურენტიც კი არ ჰყოლიათ.

tvpirveli.ge

მსგავსი სიახლეები