ნიკოლოზ ცხვარაძე – სახელისუფლებო რგოლებში კვლავ განხეთქილება და ურთიერთ დაპირისპირებაა

დაშავდნენ ჟურნალისტები, უდანაშაულო მოქალაქეები, ტურისტები, უბრალო გამვლელები და ბავშვიც კი. არცერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება მსგავს ფაქტს. ეს არ არის გარკვეული ძალების წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი და არც პროტესტის ჩახშობა. მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით არსებობს, სახელმწიფო ორგანოები, რომელთა ვალდებულებაა მოახდინონ ჯეროვანი რეაგირება, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საჭირო რეაგირებას ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი იყო ხელისუფლების ერთი ნაწილის მიერ დაგეგმილი სცენარი ხელისუფლების მეორე ნაწილის წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელისუფლებო რგოლებში კვლავ განხეთქილება და ურთიერთ დაპირისპირებაა. ეს ყველაფერი გახლდათ წინასწარ დაგეგმილი, ვინაიდან არცერთ ნორმალურ ადამიანს არც მჟავა და არც კვერცხი ჯიბით არ დააქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, პროცესი გახლდათ მართული გარე ძალების მიერ და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ემსახურებოდა საზოგადოების რწმენის შერყევას, ვინაიდან მოვისმინეთ სასულიერო პირების განცხადებები, თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ აქციაზე მყოფი ბევრი მამაო ცდილობდა სიტუაციის დეესკალაციას. რაც შეეხება პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, იყო ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული და სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული, რადგან სიტუაცია გახლდათ მეტისმეტად დაძაბული. ამ ნაბიჯებით ხელისუფლებამ თავის რადიკალურ ამომრჩეველთა რიგებში გაიმყარა პოზიცია.

მსგავსი ძალადობის ფაქტები ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში.

 

მსგავსი სიახლეები