მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ოფიციალური მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან.
„უკრაინისთვის იარაღის მიწოდება რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე გახდება. მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან“, – განაცხადა ლავროვმა RT-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ მოსკოვს სურს მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც საერთო იქნება როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის.

მსგავსი სიახლეები