მმართველი ძალა დაემსგავსა 2012 წლის ნაციონალურ მოძრაობას

გახარია: ღიად მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს – მმართველი ძალა დაემსგავსა 2012 წლის ნაციონალურ მოძრაობას-ადამიანებზე ზეწოლისთვის იყენებენ ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტს
პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„მე მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს პირდაპირ და ღიად. იმიტომ რომ, სამწუხაროდ დღეს მმართველი ძალა დაემსგავსა 2012 წლის ნაციონალურ მოძრაობას. ესე იგი, დღეს ხელისუფლება, მმართველი ძალა, პარტია, პარტიული ბოსები – იყენებენ სახელმწიფო ყველა ინსტრუმენტს: შემოსავლების სამსახურს, ფინანსურ პოლიციას, პოლიციას, სუს-ს – ყველაფერს ამას იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანებზე მოახდინონ ზეწოლა ელემენტარული სიმპათიების გამოხატვის გამო და მე მინდა ყველამ იცოდეს, რომ როდესაც სამსახურიდან დათხოვნა, კერძო ბიზნესზე ფინანსური პოლიციის ზეწოლა არის – ეს არის შიშის შედეგი.“ – ამბობს გახარია.
ჟურნალისტები გიორგი გახარიას ჩაეკითხნენ ეს მისი პრემიერობის დროსაც ხომ არ ხდებოდა.„პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მსგავსი ინსტრუმენტები არასოდეს არ გამოგვიყენებია – მე არ გამომიყენებია არასოდეს.“ – ამბობს გახარია.

მსგავსი სიახლეები