მეუფე დანიელი 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით

ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფს ქვეყნის თვითმყოფადობას, ტრადიციებს, ცხოვრების წესს, საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით განაცხადა.

„ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფს ქვეყნის თვითმყოფადობას, ქვეყნის ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ასეთი რამ საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს. მიმაჩნია, რომ ძალადობრივი დაპირისპირება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია, მაგრამ გამოსვლა იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ თავისი გულისტკივილი გამოხატოს, ანუ აღმსარებლობის თვალსაზრისით, დასაშვებია“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

 

pirveliradio.ge

მსგავსი სიახლეები