დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს კონფლიქტი – რუსეთის ოპერაცია დასრულდება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ იაპონურ ტელეკომპანია „ტიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, თუ კიევი მოსკოვთან შეთანხმებას არ გააფორმებს, მაშინ კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერა მოუწევს.
„პირველად გეტყვით მთავარს: რუსეთი სთავაზობს უკრაინას, პუტინი ზელენსკის, ეს მე აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, შეთანხმების სრულიად მისაღებ ვარიანტს. დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ უკრაინამ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწიოს და ზელენსკიმ ხელი მოაწეროს პუტინთან ამ შეთანხმებას. თუ ზელენსკი ამას არ დათანხმდება, მაშინ, დამიჯერეთ, მას მოკლე დროში მოუწევს, ხელი მოაწეროს ჩაბარების აქტს. რუსეთი ამ ომში არ წააგებს. ამაში თქვენც დარწმუნებული ხართ 100 პროცენტით. როგორ მთავრდება ომი ერთ-ერთი მხარის გამარჯვების შემთხვევაში, ეს ჩემზე უკეთ იცის იაპონიამ“, – თქვა ლუკაშენკომ.