კითხვებზე პასუხების გაცემა არ უნდოდათ, ამაში იდეალურად დაეხმარათ “ნაციონალური მოძრაობა”

მიხეილ დაუშვილი – მმართველ ძალას კითხვებზე პასუხების გაცემა არ უნდოდა, ამაში იდეალურად დაეხმარა “ნაციონალური მოძრაობა”- ორი გუშინდელი დღე ერთმანეთს ეხმარებოდა
-ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დახურვის შემდეგ განაცხადა.
“დღეს რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში არის ძალიან სამწუხარო და მარტივად, ამ ყველაფრით ზიანდება ქვეყანა და ზიანდება ჩვენი მოქალაქე. მარტივი რაღაც მოხდა, რეალურად მოხდა ის, რომ მმართველ ძალას უბრალოდ პასუხები არ ჰქონდა, პასუხებს ვერ სცემდა, პასუხების გაცემა არ უნდოდა კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას გააჩნია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ მმართველ ძალას ამ კითხვებზე პასუხები არ გაეცა, გამოჩნდა მაშველი რგოლის სახით ერთ-ერთი ოპოზიციური ძალა, ნაციონალური მოძრაობა და საბოლოო ჯამში ეს ორი ძალა გუშინდელი და გუშინწინდელი დღე, უბრალოდ ერთმანეთს ასაზრდოებენ, ერთს პასუხების გაცემა არ უნდოდა, მეორეს კითხვების დასმა არ უნდოდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ და საბოლოო ჯამში შედეგი არის ის, რომ ზიანდება ქვეყნის ინტერესები და ზიანდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამ ყველაფერს ძალიან შეხმატკბილებულად აკეთებენ ერთობლივად, მმართველი ძალა და ნაციონალური მოძრაობა და ეს არის ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.
სამწუხაროდ, რეალობა არის ის, მმართველ ძალას კითხვებზე რომ გაეცა პასუხები და ეს კითხვები დასმულიყო, მივიღეთ შედეგად ის, რომ არ უნდოდა მმართველ ძალას კითხვებზე პასუხების გაცემა და ამაში მას იდეალურად დაეხმარა ნაციონალური მოძრაობა, ეს იყო ძალიან შეხმატკბილებული მოქმედება, როდესაც ორი გუშინდელი დღე ერთმანეთს ეხმარებოდა საკუთარი მიზნების მიღწევაში, ამით საბოლოო ჯამში დაზიანდნენ ჩვენი მოქალაქეები და ზიანდება სახელმწიფო ინტერესები”.
გახარიას გუნდის წევრის განცხადებით, კითხვები, რომელის საზოგადოებას აწუხებს, უპასუხოდ დარჩა.
“მმართველი ძალისა და ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად მოხდა ის, რომ ყველა კითხვა რომელიც საზოგადოებას აწუხებს, მათ შორის აი ეს, რამდენად სწორად მიმდინარეობს ეს პროცესები, უბრალოდ უპასუხოდ დარჩა. და საბოლოო ჯამში ამით ზიანდება ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები. მანდ პასუხი მარტივი არის, როცა ჩვენ ვამბობთ რომ ინსტიტუციების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი, ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას ემსახურებიან ეს ინსტიტუტები, მათ მიმართ ნდობა იმდენად დაბალია, რომ ამ მთლიანი პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობს და კითხვებზე პასუხის გაცემაც რომ არ უნდა მმართველ ძალას და ამაში დაეხმარა ნაციონალური მოძრაობა, აი ეს ყველამ დავინახეთ სულ ცოტახნის წინ. ცალსახად, რაც დღეს მოხდა, მიზეზი, რის გამოც დღეს სხდომა გადაიდო უბრალოდ მიუღებელია. პირველი ეს იყო, გამოხატვის თავისუფლების გამო, რა თქმა უნდა. ეს ვერ იქნებოდა ლეგიტიმური მიზეზი სხდომის გადადების და მეორე, რაც შეხეება დაზარალებულს, ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრებთ, სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, თავისი ძირეული ვალდებულება, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეები და მათ შორის განსაკუთრებით ჟურნალისტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ისეთი აგრესიული დაჯგუფებებისგან რაც ვიხილეთ, და კიდევ ერთხელ, ამით ზიანდება სახელმწიფო და ზიანდებიან ჩვენი მოქალაქეები” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მსგავსი სიახლეები