იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა – დაშავებულია ორი ადამიანი

მედიის ცნობით, იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, 22 და 45 წლის მამაკაცები. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გახსნა 13 წლის მოზარდმა, რომელიც უკვე დაკავებულია.

ცნობისთვის, ღამით, იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლა იყო. შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.

alia.ge

 

მსგავსი სიახლეები