თურქეთში ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება

თურქეთში ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

თურქეთის ლიდერმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო მოქმედი რეგულაციების გაუქმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ივლისიდან ასევე გაუქმდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არსებული შეზღუდვები, საჯარო სამსახურები კი მუშაობის ჩვეულებრივ საათებს დაუბრუნდებიან.

თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 5 294 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 51 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები