თურქეთს ლათინური დასახელება ეცვლება – თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავისი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის რებრენდინგი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ თვის დასაწყისში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაქვეყნა კომუნიკე, რომელშიც შეცვალა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული სახელი “Turkey” ნაცვლად სახელმწიფოს “Turkiye” უწოდა.
“სიტყვა თურქეთი საუკეთესოდ წარმოადგენს და გამოხატავს თურქი ერის კულტურას, ცივილიზაციასა და ღირებულებებს“ – ნათქვამია კომუნიკეში.
ახლა ლათინურად თურქეთს თურქიე (Türkiye) დაერქმევა და არა თორქი (Turkey), რომელიც ინგლისურად ინდაურს ნიშნავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახელის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო:
“ჩაწერთ „თურქეთი“ (“Turkey”) Google-ში და ქვეყნის ფოტოებთან ერთად, თქვენ საძიებო სისტემა გიჩვენებთ ინდაურს, რომელიც ცნობილია იმით, რომ არის მადლიერების ვახშამის მთავარი კერძი. გარდა ამისა, კემბრიჯის ლექსიკონის მიხედვით, „თურქეთი“ (“Turkey”), „ინდაური“ განიმარტება, როგორც „სულელური ან სულელი ადამიანი“ ან “რაღაც რაც წარუმატებელი მცდელობაა”- წერია სტატიაში.