თბილისში, ინტერვიუს ჩაწერისას, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. როგორც ფორმულას რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.

დამატებით დეტალებს მომხდართან დაკავშირებით 23:00 საათზე, “პოლიტმეტრში” იხილავთ.

მსგავსი სიახლეები