თბილისის მერიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ ქუმსიშვილმა თანაპარტიელებთან ერთად, თბილისის მერიასთან აქცია გამართა.

მათ დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის გამოსახატად მერიის შენობაში გადაინაცვლეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ შენობა დაატოვებინეს.

აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ „ლეიბორისტული პარტიის“ ვიცე-მეორბის კანდიდატი მამუკა ჯუღელი დააკავა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს შენობა უკანონოდ დაატოვებინეს და თანაპარტიელი იმის გამო დააკავეს, რომ პოლიციელს „მონა“ უწოდა. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრამდე არ იმოძრავებს.

მსგავსი სიახლეები