„ვიღაც „ოცნებისტი ალისტრახო“ გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულის ამრევი“

პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი ლევან ბერძენიშვილის ინცინდენტს ასე ეხმაურება:

„ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეორესთან დაკავშირებით კატეგორიულად არ ვეთანხმები. უფრო მეტიც მისი დასკვნები ერეკლეს პრორუსულობაზე არის ძალიან არასერიოზული, მცდარი და უგუნურიც კი. არაერთ ეთერში მითქვამს მზად ვარ ვედებატო ამ თემაზეთქო, მაგრამ არც ერთ არხს ეს დებატები არ დაუგეგმავს. თუმცა, ამის მიუხედავად ვიღაც „ოცნებისტი“ გოგოს უზრდელობა მამის ტოლა კაცთან არის გულის ამრევი.

„ნაციონალების“ დროს საზიზღარი ტელევიზია რომ იყო სახელი არც მახსოვს, ის კადრულობდა ასეთ ალისტრახოობას და ეგაა ზუსტად. გილოცავთ „ოცნებას“ თქვენ თქვენი დედალი ალისტრახო გყავთ! დარწმუნებული ვარ მაგ დედალ ალისტრახოს ერეკლე მეორეზე ნახევარი გვერდი არც აქვს წაკითხული, მაგრამ უზრდელობაში აშკარად ჩემპიონია. ლევან ბერძენიშვილს არც არაფერი დაჰკლებია ამით, იმ უზრდელმა გოგომ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე და „ოცნებამ“ კიდევ დეგრადაციის ღრმა ტენდენცია“

მსგავსი სიახლეები