ვიმედოვნებ, რეკომენდაციის ტონი იყო და არა მითითების – კახიშვილი დეგნანზე

ასე ეხმაურება ფორმულას გადაცემა კომენტარში საუბრისას “ქართული ოცნების” წევრი, კახა კახიშვილი მოსამართლეების დანიშვნის თემაზე აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.

“მხოლოდ იმიტომ, რომ ელჩმა ასე ბრძანა და უალტერნატივოდ აღარ უნდა განვიხილოთ, მე არ მიმაჩნია სწორად. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ ვაშენებთ დამოუკიდებელ სასამართლოს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ელჩის ჭკუაზე ივლის ქვეყანა? შეიძლება რეკომდანცია გასცე, მაგრამ მითითებები, ცოტა ჩემთვის გაურკვეველია.

ვიმედოვნებ, რომ მითითების ტონი არ იყო, უბრალოდ იყო რეკომედაციის ტონი და მე მეტსაც გეტყვით, დღეს წინაპირობა იმის, რომ გითხრათ, არა, გინდა თუ არა, ამ მოსამართლეებს განვამწესებთ, არ არსებობს უბრალოდ. დაველოდოთ მოვლენებს, შემოვა ეს სია, შეიძლება, საერთოდ არ უყაროს კენჭი პარლამენტმა ამ საკითხს, შეიძლება საერთოდ არც მივიდეს განხილვამდე”, – თქვა კახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები