[ვიდეო] – ჰომოფობიურ აქციაზე პირი ჟურნალისტებს მოპედით ეჯახება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიურ აქციაზე ერთ-ერთი სავარაუდოდ დემონსტრანტი ჟურნალისტებს მოპედით ეჯახება. ამის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია მაესტრო ავრცელებს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიურ აქციაზე ჟურნალისტებზე იძალადეს. ნეტგაზეთის რეპორტიორის ინფორმაციით,  შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე ოპერატორს. ისინი აქციიდან ჟურნალისტების გაძევებას ცდილობდნენ და მათ რუსთაველის გამზირზე მისდევდნენ.

რამდენიმე გადამღები ჯგუფი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. უცნობია დააკავა თუ არა პოლიციამ ვინმე.

მსგავსი სიახლეები