ვიდეო – მასიური ხანძარი ჰონგ კონგის ნავმისადგომზე

ჰონგ კონგის ერთ-ერთ ნავმისადგომზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.

ხანძარი ჰონგ კონგში, იახტების ნავმისადგომზე გამთენიისას გაჩნდა და გემების საწვავის ავზების აფეთქება გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ცეცხლი 16 გემს მოედო, რომელთაგან ათი ჩაიძირა. ხანძრის შედეგად სულ 30 ხომალდი დაზარალდა.

მაშველების მიერ საზღვაო ხომალდებიდან 35 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზის და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები