ვიდეო – გომელაურის სიძის გაჩერებისთვის პატრული ციხეში გაუშვეს?!

“მემუქრებოდნენ, შვილის სიკვდილით, შენი შვილის შარდის ანალიზიც ვიცით და შენ მეუღლეს დავაკლავთ შენ შვილსო.  ასევე მაშანტაჟებდნენ ჩემი პირადი ცხოვრების კადრებით, შენ მეუღლეს ვაჩვენებთო…
მებრძოდა შინაგან საქმეთა მინისტრის გომელაურის სიძე და იყო ფსიქოპატი ვატყობდი რომ რაღაცას დაუშავებდნენ ჩემს შვილს
” – ეს გამაოგნებელი, ჩვენება სასამართლო დარბაზში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრულ ინსპექტორმა მისცა.

ანდრია სიხარულიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის ოჯახი ტერორში სასამართლო დარბაზში, ფიცის ქვეშ ამხილა. უფროსი ოფიცერი, რომელსაც პოლიციაში მუშაობის 11 წლიანი სტაჟი აქვს, ამტკიცებს, რომ ციხეში 7 წლით მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ ვახტანგ გომელაურის დის ქმარი გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა.

“შაბათის ეთერმა” მოიპოვა სასამართლოში, პატრულ ინსპექტორს დაკითხვის სრული აუდიო ჩანაწერი, სადაც უფროსი ოფიცერი ჰყვება, რომ მისთვის საბედისწერო წუთების ათვლა 2023 წლის 25 თებერვალს დაიწყო. ამ დღეს ანდრია სიხარულიძემ ვაზისუბანში საეჭვოდ მოძრავი ავტომობილი გააჩერა, მძღოლი იმდენად უცნაურად იქცეოდა, რომ პატრულმა მოქალაქე ზობა მიხანაშვილს ალკოტესტის გავლა მოსთხოვა.  მიხანაშვილმა პატრულს აგინა და ცემა დაუპირა, რა დროსაც ადგილზე დამატებით ეკიპაჟი მოვიდა.

საბოლოოდ, ოცმეთაურის მოთხოვნით, პატრულის ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დის, ციცინო გომელაურის ქმარი გაუშვეს და თავადაც ტერიტორია დატოვეს. სასამართლოში დაკითხვის დროს პატრული ინსპექტორი ამბობს, რომ რამდენიმე წუთში ის უფროსებმა გამოიძახეს, და კახეთის გზატკეცილზე საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მივიდა, იქ უკვე ვახტანგ გომელაურის სიძე დაახვედრეს და საქმის გარჩევა დაიწყო, როგორ გაბედა, გომელაურის ოჯახის წევრისთვის ეთქვა ჩაბერეო.

სასამართლო დაკითხვის ჩანაწერში მკაფიოდ ისმის, როგორ უყვება პოლიციელი მოსამართლეს, რომ მინისტრის სიძის თვალწინ მას ბოდიში მოხდას აიძულებდნენ რომ, გომელაურის დის ქმრის გაჩერება გაბედა და მანქანის ნომრებით ვერ მიხვდა, რომ ავტომობილი რომელიც მისი ყურადღების ცენტრში მოექცა, მინისტრის ოჯახს ეკუთვნოდა. პოლიციელი ჰყვება, რომ მინისტრის განრისხებული სიძე პატრულის შეფის, ვაჟა სირაძის მისამართითაც იგინებოდა.

დაკავებული პატრულ ინსპექტორის მტკიცებით, ამის შემდეგ მისი დევნა დაიწყო, და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. თვე ნახევარში საქმე იმით დასრულდა რომ უფროსი ოფიცერი რომელმაც მინისტრის სიძეს  ალკოტესტის გავლა მოსთხოვა, ციხეში გაუშვეს.

პატრულ ინსპექტორი ამტკიცებს, რომ მინისტრის სიძის გაჩერების და მის მიერ დებოშის მოწყობის ფაქტი სამხრე კამერით ჩაიწერა, ინციდენტიდან რამდენიმე კვირაში, პოლიციელმა  შეამოწმა შეინახეს თუ არა სამხრე კამერის ჩანაწერი სამინისტროში და რა ეტაპზე იყო ზობა მიხანშვლის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული დანაშაულის ძიება? სამსახურებრივი პაროლით მიხანაშვილის პირადი გვერდი სისტემაში გადაამოწმა, ეს ნაბიჯი უკვე მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მინისტრის სიძე პატრულირების დროს სპეცმანქანით სამინისტროს ურჩ ოფიცერთან მისმა უფროსმა მიიყვანა და როგორც ჩვენებაში ჰყვება, ზობა მიხანაშვლმა დაუანონსა, რომ ციხეში გაუშვებდა.

პატრულ ინსპექტორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციამ 300 ლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, მინისტრის სიძის მუქარიდან რამდენიმე დღეში დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, ახალგაზრდა ქალმა ია რუსეიშვილმა, რომელიც პატრულს მაკლერად გაეცნო, ანდრია სიხარულიძეს მოქალაქეების მისამართები შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზიდან ამოღების სანაცვლოდ 300 ლარი მისცა.

საქმეში არ დევს ფულის გადაცემის კადრები, პოლიცია ამტკიცებს რომ მოქალაქე ია რუსეიშვილმა რომელიც თავს მაკლერად ასაღებდა, ფული პატრულის მეზობლად მცხოვრები ტაქსის მძღოლის დედას ჩაურიცხა.

პოლიციელი მინისტრ გომელაურის სიძის მუქარიდან მალავე იმ დროს დააკავეს, როდესაც.  მისი გაფორმებული იარაღი, სახლიდან მამის მისამართზე გადაჰქონდა, იარაღი პატრულს კანონიერად ჰქონდა შეძენილი და მისი ტარების უფლებაც ჰქონდა. ტაქსის მძღოლი რომელიც პატრულის მეზობელია ჩვენების შემდეგ ახმეტის პოლიციაში დაასაქმეს.

პატრულ ინსპექტორზე ანგარიშსწორება დაკავებით არ დასრულდა, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ეჭვი ჰქონდათ რომ მინისტრის სიძის მოწყობილი დებოშის ჩანაწერს ის ტელეფონში ინახავდა. ეს ასეც იყო ამიტომ პირველი რაც გააკეთეს, ტელეფონიდან ჩანაწერები წაუშალეს.

ოჯახი ამტკიცებს, რომ პატრული რომელმაც მინისტრის სიძეს გაჩერება გაუბედა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა, დაკავების შემდეგ ისე სცემს, რომ მხედველობის პრობლემები შეექმნა.

პატრულ ინსპექტორი ციხეშია. შინაგან  საქმეთა მინისტრის სიძე კი რომელმაც პატრულს  აგინა და ცემით ემუქრებოდა პასუხისგებაში არავის მიუცია.

ინსპექტორის გამაოგნებელი ჩვენება, რომელმაც მინისტრის სიძის გაჩერება გაბედა – თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები