დიდი პროტესტი დედაქალაქის მერიაში – თბილსერვისჯგუფის თანამშრომლები გაიფიცნენ

დიდი პროტესტი დედაქალაქის მერიაში –  თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები გაიფიცნენ და ქალაქის დასუფთავებაზე უარს აცხადებენ. პროტესტის მონაწილეები ქუჩაში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გამოვიდნენ. ამბობენ, რომ სამუშოა საათები მოუმატეს, მინიმალური ანაზღაურება კი ოჯახის სარჩენად არ ყოფნით და შიმშილის ზღვარზე არიან.

შეკრებილები მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ და შესაძლოა, მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართონ.

მანქანას წყალი გასდის, ფორმა მე არ მაქვს, ხელფასი მე არ მაქვს ნორმალური და კალაძეს უთქვამს ხელმძღვანელობისთვის, ხელფასის მომატება რომ ვუთხარით, ჩენ მერია არ ვართ კმაყოფილები მათი მუშაობით და ვერ მოვუმატებთ, მოვიდეს ბატონი კალაძე, გამომყვეს, ამ დანგრეული ბუნკერებთან, 500 კილოს რომ უდრის ნაგავი, მანქანამდე ხელით რომ ვახოხებ 40 გრადუს სიცხეში და ვნახოთ  ვინ იქნება კმაყოფილი… ჩემი ბრალია უკმაყოფილო რომ არის? იმდენი უფროს გვყავს ვერ დაითვლი, – ამბობს პროტესტის მონაწილე.

თბილსერვისჯგუფის ხელმძღვანელებმა თანამშრომლებთან გასაუყბრება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

TVPIRVELI.GE

მსგავსი სიახლეები