გიორგი გახარია: საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან

საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრები გავმართეთ აშშ კონგრესის, სენატის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურ პირებთან, ასევე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტებთან 🇬🇪🇺🇸
შევხვდი:
National Endowment for Democracy-ის პრეზიდენტს კარლ გერშმანს და რუსეთის და ევრაზიის დირექტორს მირიამ ლანსკოის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე პრეზიდენტს, IRI-ის პროგრამების კურატორს სკოტ მასტიკს და ევრაზიის პროგრამების დირექტორს სტივ ნიქსს .
NDI – ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს.
ანალიტიკოსს, კოლუმბიის უნივერსიტეტის „ჰარიმანის ინსტიტუტის“ ასოცირებულ პროფესორს ლინკოლნ მიტჩელს.
ევროპული პოლიტიკური ცენტრის“ წამყვან ანალიტიკოსს – ამანდა პოლის.
ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორს – ჯონ ჰერბსს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯორჯ კენტს და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის დირექტორს კრიტსოფერ სმიტს.
სენატორ ჯიმ რიშს.
რესპუბლიკელ კონგრესმენს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეს ადამ კინზინგერს.
აშშ-ს პრეზიდენტის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რუსეთის და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ბრუკინგსის ინსტიტუტში უფროს მკვლევარს ფიონა ჰილს.
გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარს, ჯონათან კაცს, რომელიც გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოს თემატიკაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები