აშშ-ის ელჩი საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში მოქმედი ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეხვდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საელჩოში განუცხადეს, შეხვედრაზე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს, კერძოდ, ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე.

„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 47 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი – 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

IPN

მსგავსი სიახლეები