არაფრის დათმობას ამ ვითარებაში პუტინი არ აპირებს, მეტიც…

გიგი კუბლაშვილი

დიპლომატთა კლუბი

პუტინის ინტერვიუ NBC – ის ჟურნალისტთან, მოკლედ:
1. მთელი ინტერვიუს მანძილზე, ირონია და ცინიზმი პუტინის მხრიდან.
2. არაფრის დათმობას ამ ვითარებაში პუტინი არ აპირებს, მეტიც ის ეცდება, ცდილობს ინიციატივა მის ხელში დარჩეს.
3. მთელი ინტერვიუს მანძილზე ის უარყოფს ყველაფერს – ჩარევას უკრაინის, ბელორუსის ამბებში, ოპოზიციის დევნას, კიბერთავდასხმებს, სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას, ნავალნის პრობლემას – მოკლედ ყველაფერს.
4. ჩინეთს ის თვლის სტრატეგიულ პარტნიორად, მეგობრად და არ აპირებს ჩაერთოს ამერიკულ თამაშში ჩინეთის წინააღმდეგ.
5. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო თავისი დამძიმებული პრობლემებით არ იყო ნახსენები.
ჩვენ, კარგა ხანია ამოვარდით საერთაშოროსო დღის წესრიგიდან, რაც ჩემი აზრით დამღუპველია ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის.

 

წყარო: akhali.ge

მსგავსი სიახლეები