ავირჩეთ გახარია შეგვრჩა ურეიტინგო ღარიბაშვილი და კობახიძე

ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია იყოს მართველი ძალა, აღარ აქვს და აი რატომ:
აირაის კვლევებმა უკვე ნათლად დაგვანახა რომ ამომრჩევლების მინიმუმ მესამედმა, სწორედ გიორგი გახარიას გამო მისცა ხმა ქართულ ოცნებას, ესეიგი ავირჩეთ გახარია შეგვრჩა ურეიტინგო ღარიბაშვილი და კობახიძე. +40 კი არა + 30იც არ აქვთ უკვე. ფაქტიურად მათ დღეს ძალაუფლება აქვთ მიტაცებული, მათ არ აქვთ მანდატი ქართველი ხალხისგან, რომ დამოუკიდებლად მართონ ქვეყანა. რას ნიშნავს ესს ? იმას რომ ქართულმა ოცნებამ ვითომ გაყალბებული არჩევნების გამო კი არა, არამედ ძალაუფლების მიტაცებისთვის უნდა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და ამას რაც უფრო მალე მიხვდებიან, მით უკეთესი მათთვის. ამას ქართველი ხალხი ოფიციალურად ადგილობრივ არჩევნებზე გააფორმებს და მათი თავმომწონე ლიდერი კალაძე, რომელიც პირადი რეიტნგით მატრაკვეცობს მინდა შევახსენო, რომ მის პარტიას 26 % ამომრჩევლისა უჭერს მხარს და არანირი უფლება აღარ აქვთ ერთპიროვნულად ისაუბრონ ქართველი ხალხის სახელით. მინიმუმ იმხელა უმრავლესობის სახელით, რომელიც ერთპიროვნულ მართველებად იწოდებოდნენ. ახლა გინდა გადით მიშელის დოკუმენტიდან და გინდა შედით ! თუ ქართველმა ხალხმა არ მოგცათ მანდატი ყველა ვარიანტში მოგიწევთ ვადამდელის დანიშვნა და ხელისუფლების დათმობა ან გადანაწილება. მეგობრებო ვეღარ გააგრძელებთ უზურპაციას ხელისუფლების, მიიღებთ ყოველდღიურ კრიზისებს და ეს გარდაუვალია !
წერს: ირაკლი წულაია

მსგავსი სიახლეები