სესხების ნაწილზე შესაძლოა, 2%-იანი პირგასამტეხლო მოიხსნას. საუბარია იმ კრედიტებზე, რომლის წინსწრებით დაფარვისას მსესხებელი გარკვეულ თანხას იხდიდა.
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ძნელაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ზუსტი ინფორმაცია და მეტი დეტალი ცნობილი მომავალი კვირის ბოლომდე იქნება.
,, ამ ეტაპზე, შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ცვლილება შეეხება წინსწრებით დაფარვას. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა, პირგასამტეხლოზე ჯერ ჭერი 2% დააწესა, ახლა კი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი მოხსნის შესახებ.
ზუსტი ინფორმაცია ახლა შეჯერების პროცესშია და მომავალი კვირის ბოლომდე შემეძლება გითხრათ დეტალები“, – ამბობს ძნელაძე.
www.bpn.ge