საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკომისია 17 ივნისს გამოაცხადებს – ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა, ერიკ მამერმა, განაცხადა.

შედგა საორიენტაციო დებატები, რითაც კოლეგიის წევრებს ამ საკითხის შესახებ საკუთარი ხედვისა და მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მიეცათ, რათა მომზადდეს გადაწყვეტილება, რომელიც პარასკევს გამოცხადდება. კოლეგია ამ დებატებისთვის ემზადება, შესაბამისი სამსახურები კი, დოკუმენტების შედგენას ასრულებენ. ხუთშაბათს კაბინეტების დირექტორთა შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა კოლეგიის დღის წესრიგში ყველაფერი რიგზე პარასკევისთვის, მათ შორის, კერძოდ, ზემოხსენებული პუნქტი. პარასკევს კი კოლეგია გამართავს დებატებს და გამოცხადდება დასკვნა. ეს სტანდარტული პროცედურაა, რომელიც მანამდეც გვქონდა”. – განაცხადა მამერმა.

2022 წლის 11 აპრილს საქართველომ მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს კი გაიგზავნა მისი მეორე ნაწილი.

Tvpirveli.ge

მსგავსი სიახლეები