მედიასაშუალებების და ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით, წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალურ ქსელში რამდენიმე გვერდი გააქტიურდა – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების” შუალედურ ანგარიშში წერია.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე სოციალური მედიის მონიტორინგის კვლევის დროს გამოვლენილ სხვადასხვა დარღვევაზე ისაუბრა.
“წინა არჩევნებზე ძალიან მაღალი მასშტაბით იყო დისკრედიტაციის გვერდები, უბრალოდ მათი მთავარი სამიზნე პოლიტიკური პარტიები, ახლა კი ყველა არის სამიზნე, მედია, მედია მენეჯერები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა ამისა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ საჯარო მოხელეები, რომელთაც ეკრძალებათ კამპანიაში მონაწილეობა სამუშაო საათების განმავლობაში, ისინი სოციალური ქსელების მეშვეობით ახდენენ აგიტაციას,” – განაცხადა ნინო დოლიძემ.