სუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, არ ადასტურებს ხელისუფლების მიერ დღეს გავრცელებულ ვერსიას, რომ სკანდალური ფაილები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გახარიას პარტიის წევრმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, გამოიტანა.
ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ელექტრონული ინფორმაციების მიმოსვლა არ ხდებოდა, ეს ხდებოდა მატერიალურად და როცა ალეკო ხოჯევანიშვილი მუშაობდა სუს-ში, მის ხელში ელექტრონული მიმოქცევის , კომპიუტერების კონტროლი არ ყოფილა.
ეს შეიძლება, იყოს სუს-ის მოქმედიც და ყოფილი თანამშრომელიც – აცხადებს სოსო გოგაშვილი.
დაადებენ თუ არა ხელბორკილებს გიორგი გახარიას მარჯვენა ხელს?! ღარიბაშვილი მედიასთან დღეს ამტკიცებდა, რომ მოსმენები ალექსანდრე ხოჯევანშვილის ხელში იყო.