30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ – 30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განვითარდება ისე, რომ ჩვენ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და დაფუძნებულია იმ ინფორმაციის ანალიზზე, რომელიც ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.