ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ბუჩაში რუსების ძალადობის მტკიცებულება მოსთხოვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ბუჩაში რუსების ძალადობის მტკიცებულება მოსთხოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მეთაურმა უკრაინისგან ბუჩაში რუსების მიერ მასობრივი მკვლელობის მტკიცებულებები მოითხოვა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ ზელენსკისთან ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.

 

„ყველაზე უარესი რაც ზელენსკიმ უკანასკნელ დღეებში მოისმინა? ევროკავშირის წამყვან პოლიტიკოსს სურდა უკრაინის პრეზიდენტისგან მიეღო მტკიცებულება იმისა, რომ ბუჩაში სამხედრო დანაშაულები ინსცენირება არ ყოფილა! ეს არის რიტორიკა, რომელიც უარეს შემთხვევაში, კრემლიდან მომდინარეობს“ – განაცხადა ზელენსკიმ.

 

„ბილდის“ რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა ეს პოლიტიკოსი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მთავრობის მეთაური, ზელენსკიმ მკაფიოდ უპასუხა: „დიახ“. თუმცა, ზელენსკიმ პოლიტიკოსის გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.

 

ამავდროულად, უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანზე.

მსგავსი სიახლეები