დიდმა ბრიტანეთმა საქართველო ე.წ. “წითელ სიაში” შეიყვანა. ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული “წითელი ქვეყნებისა და ტერიტორიების სიაში” რვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გასწვრივ მითითებულია, რომ ქვეყანა ამჟამად “ყვითელ” სიაშია, თუმცა 8 აგვისტოს დილის 04:00 საათიდან “წითელ სიაში” გადაინაცვლებს.
ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, “წითელი სიის” ქვეყნიდან ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ ბრიტანეთის ან ირლანდიის მოქალაქეები ასევე, დიდ ბრიტანეთში ბინადრობის უფლების მქონე პირები შეძლებენ.
ქვეყანაში შესვლის შემდეგ მათ 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა და Covid-19-ის ტესტის ორჯერ ჩატარება საკუთარი ხარჯებით მოუწევთ.
ეს წესები იმ შემთხვევაშიც მოქმედებს, თუ პირი სრულად ვაქცინირებულია.