აფხაზეთში რუსული ტექნიკა ექსტრემალურ სვლაში წვრთნებს გადის – აფხაზური მედია

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცები მთიან მონაკვეთებსა და რთულ გზებზე სამხედრო დანიშნულების ავტოტექნიკით გადაადგილების სპეციალურ კურსებს გადიან.

როგორც აფხაზური მედია წერს, წვრთნებში ჩართულია 400-ზე მეტი სამხედრო პირი.

აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო დანაყოფები უკანასკნელი წლების განმავლობაში სამხედრო წვრთნებს პერიოდულად გადიან.

უკანასკნელ დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალების შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის მიერ  დაწყებული ომში ჩასართავად რუსეთმა სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი როგორც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე ცხინვალიდან გაიყვანა.

თითქმის, ერთი თვეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქები, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები